ქართული ჯგუფ „ასეა სულ“-ის მუსიკოსმა ბეკ ბენსონმა ახალი პროექტი — Sound Matter Engine — წარადგინა, რომელიც მუსიკას ან სხვა ხმას სამგანზომილებიან ფიზიკურ ფორმად გარდაქმნის.

აუდიოჩანაწერი კონკრეტული სკულპტურის შესაქმნელად გამოიყენება. პროექტის ავტორის ინფორმაციით, თითოეული ნამუშევარი ერთჯერადად მზადდება, იღებს უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს და ავთენტურობის სერტიფიკატს.

Sound Matter Engine აუდიომასალას ვიზუალურ და მატერიალურ ინტერპრეტაციად აქცევს — მუსიკა ან ხმა საბოლოოდ ფიზიკური ხელოვნების ობიექტის სახეს იღებს.

Sound Matter Engine ↗