„ისინი მოვიდნენ, როცა ჩვენ წავედით“
რეჟისორ იუსტინას ვოსილიუსის რვაწუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი They Came When We Left ონლაინ გამოქვეყნდა.

ავტორი პრემიერას ნოემბერში გეგმავდა, რადგან ფილმი ჯერ კიდევ ფესტივალებში მონაწილეობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნამუშევარი CapCut-მა გაავრცელა, რეჟისორმაც გადაწყვიტა, მაყურებლისთვის სრული ვერსია გაეზიარებინა.
ფილმმა უკვე მოიპოვა ორი ჯილდო:
- CapCut CRE[AI]TE 2026 — გამარჯვება ფილმის კატეგორიაში;
- Rome AI Festival — საუკეთესო სიუჟეტური AI-მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ნამუშევარი ასევე დასახელდა AI London Film Festival-ის ფინალისტად, AI International Film Festival-ის ნახევარფინალისტად და კიდევ სამი ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა.
ფილმის ავტორია კინორეჟისორი და Airview Productions-ის თანადამფუძნებელი იუსტინას ვოსილიუსი.
