რას გააკეთებს?
AI დაგეხმარება 7 პასუხის საფუძველზე დაინახო შენი ღირებულებები, მოტივაცია, ძლიერი მხარეები და შესაძლო შინაგანი წინააღმდეგობები.
ვის გამოადგება?
- ადამიანს, ვინც საკუთარ თავზე უკეთ დაფიქრებას ცდილობს
- ვინც ცხოვრების ან კარიერის ეტაპზე გაურკვევლობას გრძნობს
- ვისაც სურს საკუთარ თავზე უფრო ზუსტი სურათი დაინახოს
დააკოპირე პრომპტი
დამისვი 7 კითხვა სათითაოდ, რომლებიც დამეხმარება ჩემი პასუხებიდან გაიგო, როგორი ადამიანი ვარ სინამდვილეში — რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა მამოძრავებს, რა მაძლევს ენერგიას, როგორ მინდა რომ სხვები მხედავდნენ და სად მაქვს შინაგანი წინააღმდეგობები. კითხვები იყოს მარტივი, ადამიანური და არა ფსიქოლოგიური ტესტის მსგავსი. ჯერ არ გააკეთო დასკვნა. დაელოდე შვიდივე პასუხს. ბოლოს მითხარი: - რა არის ჩემი 3 მთავარი ღირებულება; - რა მამოძრავებს; - რა ძლიერი მხარეები ჩანს; - რა წინააღმდეგობები იკვეთება; - რას შეიძლება ვერ ვამჩნევდე საკუთარ თავში. ყველა დასკვნა დააკავშირე ჩემს კონკრეტულ პასუხებთან. ნუ ეცდები მხოლოდ სასიამოვნო რაღაცების თქმას და ნუ დამისვამ ფსიქოლოგიურ დიაგნოზს. დაიწყე პირველი კითხვით.
როგორ გამოიყენო
- დააკოპირე პრომპტი
- ჩასვი ChatGPT-ში ან სხვა სასურველ AI ჩატში
- უპასუხე 7 კითხვას გულწრფელად და დაელოდე საბოლოო ანალიზს
მაგალითად:
თუ გრძნობ, რომ ზუსტად ვერ ხვდები რა გაძლევს ენერგიას, რატომ გიზიდავს კონკრეტული ადამიანები ან საქმეში რა არის შენთვის რეალურად მნიშვნელოვანი, ეს პრომპტი დაგეხმარება საკუთარი პასუხებიდან უფრო მკაფიო სურათი დაინახო.
შემდეგ ჰკითხე
ახლა ჩემი პასუხების საფუძველზე მითხარი, რა კითხვებზე ღირს კიდევ დაფიქრება, რომ საკუთარ თავზე უფრო ღრმა და ზუსტი სურათი მივიღო.
← დაბრუნება